მიდამო - თაფლის დისტილატი

“მიდამოს" სრულყოფილი დაგემოვნებისათვის გირჩევთ ღვინისა თუ ვისკის (გლენკიორნის) სასმისის მომარჯვებას. დაისხით სულ რაღაც 30 თუ 50 მლ, რამოდენიმეჯერ შეაბრუნეთ სასმისი, აცადეთ “ამოსუნთქვა და ფაქიზად შეეპარეთ…

პირველი გაცნობა შესაძლოა ოდნავ უხეშიც მოგეჩვენოთ, დამშვიდით, ეს თქვენი გემოვნური რეცეპტორების პირველი რეაქციაა. რეცეპტორების შეხურების შემდეგ გთხოვთ, კიდევ სცადოთ… იგრძენით? ახლა სითხე თაფლისებურად შეგეგებათ, თუმცა სითხეში შაქარი სრულად არის დაშლილი.

არ დაგავიწყდეთ, დაცარიელებული სასმისი სულაც არ ნიშნავს თქვენი თავგადასავლის დასრულებას. ისიამოვნეთ სასმისის წიაღში დარჩენილი სურნელის საკმაოდ ხანგრძლივი განვითარებით. ეს თავგადასავალი სამი ნაწილისაგან შედგება, “მიდამოს" ნაამბობის აღწერა თქვენთვის მოგვინდია."







ჩვენი პროდუქტი იწარმოება ჩვენივე თაფლისგან

საბოლოო პროდუქტის რაოდენობა დამოკიდებულია თაფლის ყოველწლიურ მოსავალზე

MIDAMO Distillers

ჩვენი სასმელისათვის ოთხი სახეობის თაფლის მოწევა ხდება
საქართველოს მთასა და ბარში ქართული ფუტკრის მიერ

MIDAMO Distillers




უნიკალური დუღილი










  • დურდოს განზავებისათვის ვიყენებთ წყაროს წყალს
  • დუღილის პროცესი ინიციირებულია მეფუტკრეობის პროდუქტებით
  • სრული დუღილი სრულდება 24 დღეში


MIDAMO Distillers

 

დისტილაცია

  • ოთხივე ღვინის დადუღება ხდება ცალცალკე
  • დეფლეგმაციის პროცესი იწყება 80 გრადუსზე
  • საიას მოკვეთა კი 50 გრადუსიდან




ჩვენი სადისტილაციო საამქრო
არნოლდ ჰოლშტაინისგან
MIDAMO Distillers

სპირტების კუპაჟირება

  • ოთხივე სპირტის კუპაჟირებას გააჩნია საკუთარი პროპორცია და თანმიმდევრობა.
  • საბოლოო კუპაჟირებაც ხდება სპეციალურად შერჩეული წყაროს წყლის გამოყენებით.
  • საბოლოო კუპაჟის დამშვიდება ხდება 20 დღის განმავლობაში უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში.







შეწყვილება



მარწყვი და თაფლი
საზაფხულო შეხამება


თაფლი მწვანე ვაშლით
წელიწადის ყველა დროის
უტყუარი შეხამება


განსაკუთრებული შეხამება
საავტორო ნამცხვარ
ფელამუში-ქეიქთან