«მიდამო» უმაღლესი ხარისხის მაგარი ალკოჰოლური სასმელია, წარმოდგენს 4 სახეობის ქართული თაფლისაგან დისტილირებული სპირტების ნაზავს.

ტექნოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე «მიდამო» არ არის არაყი, არც ჭაჭა და არც რახი, ეს არის თაფლის დისტილატი.

ალკოჰოლის კუთრითი წილი შეადგენს 40%-ს. ამ სასმელს ძვირადღირებული ბრენდის, ვისკისა და რომის ანალოგიურად მიირთმევენ გაგრილების გარეშე.




MIDAMO Distillers

 

“მიდამოს" სრულყოფილი დაგემოვნებისათვის გირჩევთ ღვინისა თუ ვისკის (გლენკიორნის) სასმისის მომარჯვებას. დაისხით სულ რაღაც 30 თუ 50 მლ, რამოდენიმეჯერ შეაბრუნეთ სასმისი, აცადეთ “ამოსუნთქვა და ფაქიზად შეეპარეთ…

პირველი გაცნობა შესაძლოა ოდნავ უხეშიც მოგეჩვენოთ, დამშვიდით, ეს თქვენი გემოვნური რეცეპტორების პირველი რეაქციაა. რეცეპტორების შეხურების შემდეგ გთხოვთ, კიდევ სცადოთ… იგრძენით? ახლა სითხე თაფლისებურად შეგეგებათ, თუმცა სითხეში შაქარი სრულად არის დაშლილი.

არ დაგავიწყდეთ, დაცარიელებული სასმისი სულაც არ ნიჩნავს თქვენი თავგადასავლის დასრულებას. ისიამოვნეთ სასმისის წიაღში დარჩენილი სურნელის საკმაოდ ხანგრძლივი განვითარებით. ეს თავგადასავალი სამი ნაწილისაგან შედგება, “მიდამოს" ნაამბობის აღწერა თქვენთვის მოგვინდია."







MIDAMO Distillers


დისტილაცია





  • ოთხივე ღვინის დისტილაცია ხდება ცალ-ცალკე
  • დეფლეგმაციის პროცესი იწყება 80 გრადუსზე
  • საიას მოკვეთა ხდება 50 გრადუსიდან
  • არ შეიცავს დანამატებს და არომატიზატორებს!





ექსპერტთა შეფასება


შალვა ხეცურიანი

შალვა ხეცურიანი
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე
ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი
საქართველოს კულინარიის ასოციაციის პრეზიდენტი
ქეთი მელაძე

ქეთი მელაძე
საქართველოს HoReCa-ს ფედერაციის თავმჯდომარე