“მიდამოს" სრულყოფილი დაგემოვნებისათვის გირჩევთ ღვინისა თუ ვისკის
(გლენკიორნის) სასმისის მომარჯვებას.
დაისხით სულ რაღაც 30 თუ 50 მლ, რამოდენიმეჯერ შეაბრუნეთ სასმისი, აცადეთ
“ამოსუნთქვა და
ფაქიზად შეეპარეთ…
პირველი გაცნობა შესაძლოა ოდნავ უხეშიც მოგეჩვენოთ, დამშვიდით, ეს თქვენი
გემოვნური რეცეპტორების
პირველი რეაქციაა. რეცეპტორების შეხურების შემდეგ გთხოვთ, კიდევ სცადოთ…
იგრძენით? ახლა სითხე თაფლისებურად შეგეგებათ, თუმცა სითხეში შაქარი სრულად
არის დაშლილი.
არ დაგავიწყდეთ, დაცარიელებული სასმისი სულაც არ ნიჩნავს თქვენი
თავგადასავლის დასრულებას.
ისიამოვნეთ სასმისის წიაღში დარჩენილი სურნელის
საკმაოდ ხანგრძლივი
განვითარებით. ეს თავგადასავალი სამი ნაწილისაგან შედგება, “მიდამოს"
ნაამბობის აღწერა თქვენთვის მოგვინდია."